...
ამბები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

Avatar

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება


საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის მხარადაჭერით 2018 წლის ივლისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში,ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება.
„ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები და პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებარეგიონის მასშტაბით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალი საინტერესოა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საფესტივალო ქალაქი. ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში: სირბილი, მკლავჭიდი, ჭიდაობა. ფუძეობაზე მოსული სტუმრები შეძლებენ იხილონ რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშები. ისეთი, როგორიცაა: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჯილდაობა, შუბოსნობა. მოეწყობასაბავშვო გასართობი კუთხე.
დასკვნით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, ანსამბლი „ერისიონი“, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „რუსთავი“, დავით არჩვაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა“. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე პრიზებით დაჯილდოვდებიან ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები.

ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები განხორციელდება:
სამცხე- ჯავახეთი - ბაკურიანი - 21 ივლისი
ზემოსვანეთი - მესტია - 29 ივლისი
მცხეთა-მთიანეთ - ყაზბეგი - 11 აგვისტო
რაჭა- ლეჩხუმიდაქვემოსვანეთი - ამბროლაური - 27 აგვისტო
შიდაქართლი - ნიქოზი - 29 სექტემბერი
სამეგრელო - ფოთი - 6 ოქტომბერი
გურია - ოზურგეთი - 12 ოქტომბერი
კახეთი - ყვარელი - 8 ნოემბერი
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com