ამბები




სოფელ ქვედა სიმონეთთან ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა


სოფელ ქვედა სიმონეთთან ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

22 ივნისს სოფელ ქვედა სიმონეთთან ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა . დაშავდა სამი. თვითმხილველთა განმარტებით ავარია გადაჭარმებულმა სიჩქარემ გამოიწვია, რის შედეგადაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ხეს შეეჯახა. იქვე მყოფთა განმარტებით გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიანდა როგორც ამბობენ საჭესთანმყოფი ახალგაზრდა ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლეა.დაშავებულები თერჯოლისა და ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს. აღსანიშნავია რომ გზის იგივე მონაკვეთზე , სადაც საავტომობილო მაგისტრალს გზის დამცავი ჯებერი არ აქვს , ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინაც მოხდა . დაშავდა ავტომობილში მყოფი ხუთივე მგზავრი, მათგან ერთი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ორი ქუთაისი კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. შედარებით მსუბუქად დაშავებული მგზავრები უკვე გაწერეს. ორივე შემთხვევაში გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com