ამბები




19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს


19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს 19-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ბულგარეთში გაიმართა, სადაც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გალაკტიონ ლაითაძის მიერ მომზადებულმა გუნდმა ა ჯგუფში წარმატებით იასპარეზა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გერმანიას 6:5 მოუგო. გათამაშების მეორე ტურში ჰოლანდიასთან ფრედ 7:7 ითამაშა, ხოლო მასპინძელი ბულგარეთი 15:4 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან საქართველო ჰოლანდიასთან ერთად გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდები, სულ 16 ნაკრები მიმდინარე წლის 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ბელარუსში შეიკრიბებიან, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ქვეჯგუფში უნგრეთის, იტალიისა და საფრანგეთის ასაკობრივი გუნდები იქნებიან.

19-წლამდელთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს, კულტურისა და სპორტისმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე,მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ შალვა გოგოლაძესთან ერთად საცურაო აუზ ოლიმპიკის ბაზაზე შეხვდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა და ფინალურ ეტაპზე წარმატება უსურვა. ოლიმპიკის აუზზე სტუმრებს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით რურუამ და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა უმასპინძლეს.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com