პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

13 ივნისი, 2018 575


პრემიერი თანამდებობიდან გადადგა


პრემიერ მინისტრმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აისახა ქვეყანაზე. გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

  „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა - მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. და რომ ქვეყანა სწორ გზას ადგას, მიუხედავად იმისა რომ ეკონომიკური ზრდა დაბალ ფენებზე ვერ აისახა. 
   скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: