სოფელ გორდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადება გავრცელდა

06 ივნისი, 2018 1 846


სოფელ გორდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადება გავრცელდა

  დაავადება, რომელიც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოკვინებას იწვევს ხონის რაიონის სოფელ გორდში გავრცელდა. მაგდა ჯიშკარიანმა დეტალები გაარკვია და როგორც ადგილობრივების ნაწილი განმარტავს, მათ საკუთარი ძალებით მოუხდათ უცნობ დაავადებასთან განმკვალება, რაც გარკვეულ შემთხვევებში ლეტალური შედეგითაც დასრულდა. მათი განმარტებით ამ ეტაპისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებამ უკვე ჩაატარეს ვაქციანაცია და დაავდების გავრცელება შეჩერებულია , თუმცა უცნობმა ჭირმა გორდს და იქ მაცხოვრებელებს საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ სოფელ გორდში ვირუსული დაავდება ნოდულარულ დერმატიტი იყო გავრცელებული.აღნიშნული დაავდება ,მხოლოდ მსხვილფეხა რქოსან პირუტყში ვრცელდება და ადამიანზე არ გადადის ,თუმცა დაავადება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს მესაქონლეობას. ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.

ვიდეომასალა მოქალაქე ჟურნალისტმა მაგდა ჯიშკარიანმა გადაიღო და მეგატვ-ს მოგვაწოდა.   скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: