ტოჩინოშინი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში-გიორგი კვირიკაშვილი


ტოჩინოშინი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში-გიორგი კვირიკაშვილი


,,მინდა, ყველას მოგილოცოთ ტოჩინოშინის უდიდესი წარმატება, რაც ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის იაპონიაში წარმოჩენისთვის. ჩვენმა თანამემამულემ იაპონიაში უპრეცედენტო გამარჯვებები მოიპოვა.ტოკიოში მიმდინარე პროფესიონალური სუმოს პრესტიჟულ ტურნირზე -ნაცუ ბაშოზე, ტოჩინოშინმა მე-12 სენსაციური გამარჯვება მოიპოვა და სუმოსნამდვილადცოცხალი ლეგენდა,უმაღლესი წოდების მქონე იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ვულოცავამ უდიდეს წარმატებასმთელს საქართველოს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში-თავად ლევანს.ჩვენ გვეამაყება ჩვენი ასეთი თანამემამულე, რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევა და შინაგანი ენერგია აჩვენა. ალბათ, ყველამ უყურეთ ამ ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის უდიდესი სიხარულის საგანი იყო.
მინდა, მე მას წარმატება ვუსურვო მომავალ კარიერაში. ტოჩინოშინი ჩვენთვის ძალიან საამაყო ადამიანია და ვუსურვებ, ასე გაეგრძელებინოს თავისი კარიერა. იგი გახდა ჩვენი ქვეყნის სახე არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასე, რომ გილოცავთ! "-გიორგი კვირიკაშვილიскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com