ამბები




წყალტუბო-"ღამე მუზეუმში"


წყალტუბო-"ღამე მუზეუმში"

„ მოდი ღამე მუზეუმში“ - აქციას წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შეუერთდა. მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა არაერთი საინტერესო ექსპოზიცია ენახა. მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერებისა და ომის გმირებისადმი მიძღვნილი საგამოფენო კუთხეები. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ვიზიტორების წინაშე მე-19 საუკუნის ქალაქური ყოფა და იმერული ოდა გააცოცხლა. აქვე წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენები, წყალტუბოელი ხელოვანების შემოქმედება - მედეა გვიმრაძისა და კონსტანტინე ფურცხვანიძის, 88 წლის ნათელა ყურაშვილის ნამუშევრები. წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობებმა მუზეუმის სტუმრებს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის „ბებრების“ ინსცენირება შესთავაზეს.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com