ამბები

ჩვენთან უკვე იყვნენ პირველი ტურისტები, პოლონეთიდან


ჩვენთან უკვე იყვნენ პირველი ტურისტები, პოლონეთიდან

ჩვენთან უკვე იყვნენ პირველი ტურისტები, პოლონეთიდან. პირველ დღეს, როცა მოვიდნენ თონეში პურების ცხობის პროცესს უყურეს.
ძალიან მოეწონათ პროცესიც და გამომცხვარი თორნის პურიც. ათვალიერებდნენ ბუნებას და გაოცებულები დარჩნენ აქაური სილამაზით.


  ძალიან უნდოდათ უკეთ გაცნობობნენ ქართულ სამზარეულოს და სასმელებს. ერთი სიახლე ელოდათ. მამა არაყს ხდიდა. არაყის გამოხდას ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს.


გაოცებულები დარჩნენ ამ პროცესით. როგორც კი გამოხადეს, არაყი მაშინვე დააგემოვნეს. არ ეგონათ ერთი ჭიქა, თუ დაათრობდათ, მაგრამ ნამდვილად დაეტყოთ თრობა. დააგემოვნეს სალათიც, რომელიც ძალიან უცხოდ და გემრიელად მოეჩვენათ.


აინტერესებდათ, თუ სად მოგვყავდა ასეთი ნატურალური პროდუქტი, ამიტომაც ბოსტანს და სათბურსაც ესტუმრნენ.
მთელი დღის თავგადასავლებისა და ახალი გემოების შეცნობის შემდეგ მოვიდა ვახშმის დროც და სუფრას მიუსხდნენ.
ძალიან მოეწონათ ყველა კერძი, მაგრამ მთავარი მაინც ,,პიტნიანი მჭადი“ იყო მათთვის. იმდენად მოეწონათ, რომ სხვა არაფერი უნდოდათ.


თითქოს არაფერიო,მაგრამ იმდენად კმაყოფილები დარჩნენ ამ მცირედითაც, რომ დაგვპირდნენ- კიდევ ჩამოვალთ, და შვილებსაც აუცილებლად ჩამოვიყვანთო. საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა, რის გამოც ტურისტებს მოწონთ აქ ჩამოსვლა და ძალიან გვახარებს, რომ ისინი გვერდს, არც ჩვენს ულამაზეს სოფელ ნოღას არ აუვლიან!

თათია კვაბზირიძე

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com