ამბები




"აწარმოე საქართველო"-ს ფარგლებში ქუთაისში სამკერვალო საწარმო გაიხსნა


 
"აწარმოე საქართველო"-ს ფარგლებში ქუთაისში სამკერვალო საწარმო გაიხსნა


ქუთაისში სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით შექმნილი საწარმო "ემჯიემტექსი" გაიხსნა. საწარმო  დაიწყებს H&M-ის პროდუქციის წარმოებას და ასევე მოლაპარაკების პროცესშია ZARAსთან და UNITED COLORS OF BENETTONნთან.
"ემჯიემტექსი" ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე.
კომპანიამ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით და დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება. მათივე ინფორმაციით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამატებით კიდევ 400 ადამიანი დასაქმდება.
ინვესტიციის მოცულობა, საწყის ეტაპზე, შეადგენს 2 000 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com