ამბები

24 მაისს სამტრედიაში დანაშაულის პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელებენ


24 მაისს სამტრედიაში დანაშაულის პრევენციის მექანიზმებზე იმსჯელებენ


2018 წლის 24 მაისს, . სამტრედიაში, სამტრედიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში, სამტრედიის რაიონული პროკურატურის, ხონის ვანისა და სამტრედიის შს რაიონული სამმართველოების, საპატრულო პოლიციის, სამოქალაქო და საჯარო რეესტრების, მერიების, საკრებულეობის, რესურსცენტრების, სოციალური სამსახურების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ადგილობრივი მედიის მონაწილეობითადგილობრივი საბჭოსსხდომა გაიმართება.

ადგილობრივი საბჭო რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის გათვალისწინებით განიხილავს ინიციატივებს დანაშაულის პრევენციის მიზნით და სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობით სახავს ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებულ გეგმას, იღებს გადაწყვეტილებებს რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ადგილობრივი საბჭოს მიზანია - სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოების შორის თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციის სფეროში, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა კონკრეტულ რეგიონში განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებში, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების გააქტიურება, ადგილობრივ დონეზე პრევენციული ღონისძიებების და გეგმვისას ინიციატივებისა და წინადადებების მომზადების წახალისება ადგილობრივი საბჭოს მუშაობაში შეუძლია ჩაერთოს საზოგადოების ნებისმიერ წევრს. თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამტრედიის რაიონულ პროკურატურას.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com