...

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 17 მაისს ქუთაისის აეროპორტს ეწვევა

Avatar

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 17 მაისს ქუთაისის აეროპორტს ეწვევა

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 17 მაისიდან იწყებს რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, ათენის, ბარსელონასა და რომის მიმართულებით და ავიამიმოსვლას ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.


აღნიშნული სიახლის აღსანიშნავად, 17 მაისს, 15:30 საათზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს საზეიმოდ დახვდებიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, Wizz Air-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი იოჰან ეიდჰაგენი და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, რომლებიც დამსწრეთა წინაშე შემაჯამებელი მიმართვებით წარსდგებიან. საზეიმო ცერემონიის პარალელურად, შეხვედრა გაიმართება მედიის წარმომადგენლებთან.


ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებები ქმნის უამრავ შესაძლებლობას მოგზაურთათვის, რომელთაც აღნიშნულ პოპულარულ ქვეყნებში გამგზავრება სულ რაღაც 49,99 ლარად/ 29,99 ევროდ შეეძლებათ. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდს ამატებს. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 36 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა. 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com