ამბები




,,წავედი ბასიანში ტექნო ღამეზე და ქართველმა სპეცრაზმელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაგვარბიეს" - როგორ ეხმაურებიან ტურისტები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას


,,წავედი ბასიანში ტექნო ღამეზე და ქართველმა სპეცრაზმელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაგვარბიეს" - როგორ ეხმაურებიან ტურისტები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას

დღეს, 12 მაისს, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და გალერიში შევიდა და რამდენიმე მოქალაქე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცველებმა 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო. ბასიანისა და გალერის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და მოქალაქეებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები პოლიციის ქმედებებს გმობენ და მათ ძალადობაში ადანაშაულებენ.
მოვლენებს აშუქებს როგორც ინგლისურენოვანი ქართული მედია DFWatch.net, ისე კავკასიის ღია მედია OC Media. სპეცოპერაციას უკვე ეხმაურებიან საქართველოში მყოფი უცხოელი ტურისტები და ჟურნალისტები.
ბასიანში განვითარებულ მოვლენებს მუსიკალური პლატფორმებიც გამოეხმაურნენ. გამოცემა Only Techno წერს, რომ ბასიანში განვითარებული მოვლენები მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგია და ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
Resident Advisor აღნიშნავს, რომ ბასიანზე თავდასხმა სახელმწიფოს მხრიდან პასუხია ბოლო ორ კვირაში ნარკოტიკით რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებაზე, რაშიც კლუბს ადანაშაულებენ:
"საქართვლოში ნარკოპოლიტიკის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობაა".
ტვიტერზე ჟურნალისტები და ტურისტები კლუბებში განვითარებულ მოვლენებზე წერენ.
"ეს იყო გამოცდილება, რომელიც იმედია არაღარასდროს განმეორდება. წავედი ბასიანში ტექნო ღამეზე და ქართველმა სპეცრაზმელებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაგვარბიეს. საცეკვაო მოედანზე ყველას კედელთან დადგომა მოუწა", - წერს ფოტოგრაფი ქეითი, რომელიც სპეცოპერაციის დროს კლუბში იყო.

წყარო: on.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com