ამბები




კულტურის ააიპ-ის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა


კულტურის ააიპ-ის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა


ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა რეზო თედორაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მერიაში აცხადებენ რევაზ თედორაძე თანამდებობა პირადი განცახდების საფუძველზე დატოვა, თუმცა ოფიციალური განცახადებისგან, როგორც ის, ისე ქალაქის მერი თავს იკავებს . კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით კი, რეზო თედორაძის მიერ თანამდებობის დატოვება მის ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელთან ვაჟა ჯუღელთან დაპირისპირებას უკავშირდება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ორი მაღლაჩინოსანი ერთმანეთს საიორმაიოსოდ  გამართული კონცერტების გამო დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შელაპარაკებით დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. რეზო თედორაძე ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელად ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი მერის მოსვლის შემდეგ დაინიშნა. ის ქართული ოცნების მხურვალე მხარდამჭერი იყო და ეს ჩვენი არქივის კადრებშიც კარგად ჩანს . 2015 წელს ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მონაწილეობდა. მაშინ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ოპონენტთა ქუთაისის ოფისზე მიიტანეს იერიში და შენობას კვერცხები დაუშინეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს გამოთავისუფლებულ პოსტს. წინასწარ გავრცელებული ცნობით ამ ადგილზე რეზო თედორაძის მადგილე ბაია კოღუაშვილი და ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი მოიაზრებიან .скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com