ამბები

,,მოფერებით შაქარიას მეძახის" - ზაქარია ცუცნაშვილი ბიძინა ივანიშვილზე


,,მოფერებით შაქარიას მეძახის" - ზაქარია ცუცნაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

„ბატონი ბიძინა მოფერებით შაქარიას მეძახის“, - ამის შესახებ პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა. გადაცემა „ბარიერში“ მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა.
„მე გამიხარდა ბატონი ბიძინას დაბრუნება. მას პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მისი როლი ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებაში არის ძალიან მაღალი. 

მე ხშირად გამიკრიტიკებია ბატონი ბიძინა, ისევე როგორც მასაც გავუკრიტიკებივარ ხშირად. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ეს მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება სიმართლის თქმას პირში, და არა იმას, რომ მოდი ვთქვა ის, რაც მას ესიამოვნება. შაქარიას მეძახის მოფერებით. აქედან გამომდინარე, მეგობრული ურთიერთობა და ის განვლილი გზა მაძლევს უფლებას და მე ვფიქრობ ვალდებულიც ვარ, იმიტომ რომ მაქვს ასეთი პრინციპი, რომ პარლამენტის წევრის უფროსი არ არსებობს, გარდა რამოდენიმე რამისა: ეს არის სინდისი, ხალხი, კანონი და, თუ მორწმუნე ხარ, ღმერთი. აი ეს არის პარლამენტის წევრის უფროსი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის №38 გაერთიანებული ოლქიდან არის არჩეული. არის ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ორგკომიტეტის წევრი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com