სოფელ ჯაპანაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად ფუტკარი გადადგურდა

03 მაი, 2018 1 041


სოფელ ჯაპანაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად ფუტკარი გადადგურდა


  "30 აპრილს ლანჩხუთში, სოფელ ჯაპანაში ჩატარდა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები რის შედეგადად მოხდა ფუტკრის ოჯახების განადგურება!"-ამ განცხადებას საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა ასოციაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით მეფუტკრემ მოახდინა ოჯახების იზოლირება, კერძოდ ჩაკეტა საფრენი და სკის ძირზე და თავზე გააკეთა საჰაერო ბადე. ამან კი გამოიწვია მათი ჩახუთვა და განადგურება.

  სააგენტოს მეორე რეკომენდაციის გათვალისწინებით საჭიროა ფუტკრის ოჯახების გადაყვანა ჩასატარებელი ღონისძიებების არეალიდან, რაც აგრეთვე დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, ვინაიდინ ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში აღინიშნება ღალიანობა, ფუტკარი აქტიურად მუშაობს და სკა სავსეა მოუმწიფებელი თაფლითა და ახლად აშენებული ფიჭებით. არ არის გამორიცხული რომ ტრანპორტირების დროს მოხდეს ახლად აშენებული ფიჭების ჩაშლა და შესაბამისად ნექტრის ჩაღვრა ოჯახებში, რაც გამოიწვევს ფუტკრის განადგურებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა ფაროსანას წინააღმდეგ მასიური წამლობების დაწყებამდე."-წერია განცახადებაში.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: