ამბები




,,შენ გაიხარე, გუგული ბიცოლა!" - ინგა გრიგოლია მოწევის აკრძალვას ეხმაურება


,,შენ გაიხარე, გუგული ბიცოლა!" - ინგა გრიგოლია მოწევის აკრძალვას ეხმაურება


 დღეს დახურულ სივრცესა და თავშეყრის ადგილებში მოწევა ოფიციალურად აიკრძალა. ფაქტს საზოგადოების ცნობადი სახეები ფეისბუქზე ეხმაურებიან.

  
 ,,იმ დღესაც ვწერდი და კიდევ გავიმეორებ.მე მომწონს მოწევის აკრძალვა.იმისათვის,რომ მოვწიო,სამსახურის სამუშაო ოთახიდან ,უკვე რამდენიმე დღეა,მიწევს ეზოში ჩასვლა.ისე მეზარება ხოლმე,მირჩევნია,არ მოვწიო,ხოდა დღეს მხოლოდ ორჯერ გავედი მოსაწევად შენ გაიხარე,გუგული ბიცოლა!

 ,,ძალიანაც კარგი მოწევა რომ აიკრძალა.
ასე, უფრო ნაკლებს მოწევთ" - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

 ,,ამაღამ ღამის 12 საათამდე უნდა შემოვირბინო ყველა ბარი და თითო სიგარეტი ყველგან მოვწიო სამახსოვროდ <3
არადა სულ ცოტა ხანში ვნახავ როგორ შემოიღებენ ახალ რეგულაციას და სპეციალური ლიცენზიები დაწესდება მოწევის დაშვების მსურველ მფლობელებზე, ფასიანი რა თქმა უნდა ფული ისევ ამ ხროვის ჯიბეში.

 ვსოო გადაწყდა: 
ჩემთან სახლში: სამზარეულოში მოწევა - ღერი 1 ლარი; აივანზე - ღერი - 50 თეთრი!
ეძებე ყველაფერში პოზიტივი" - წერს პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი.

 ,,მოიცა. ანუ ჩაქაფული მოიტანეს, არაყიც, იქვეა ღანძილი და მოსაწევად გარეთ უნდა გავიდე ?! :) ახლა გავიაზრე ბოლომდე " - წერს ვახო სანაია.  

  


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com