ამბები




,,ლგბტ თემი არის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი " - 17 მაისის აღნიშვნას სახალხო დამცველი მხარს უჭერს



,,ლგბტ თემი არის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი " - 17 მაისის აღნიშვნას სახალხო დამცველი მხარს უჭერს


   17 მაისი მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ძალიან დიდი რისკის ფასად საქართველოშიც აღნიშნავენ. 
   დღეს საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია სადაც,  „თანასწორობის მოძრაობა“ სოფო კილაძის გადადგომას მოითხოვდა. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა თავად ადამიანის უფლებებსა და თანასწორობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. 
   აქციის მონაწილეების განცხადებით მათი პროსტესტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ადამიანის უფლებების შესზღუდვას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე დაცვას. 
   
    აღნიშნულს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა. მისი თქმით ლგბტ თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი თემია. ასევე მან ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავიოსუფლებაზეც და განაცხადა, რომ ყველა ადამიანს აქვს, უფლება მშვიდობიანი მანიფესტისმოწყობის, ხოლო ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას მათი უსაფრთხოება და უფლებები. 

  ,,თუ დაირღვევა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენლის უფლებები რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი იქნება პირველი, რომელიც დაიცავს თითოეული მათგანის უფლებას. ზოგადად ლგბტ თემი არის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თემი საქართველოში. რომელიც ყველაზე ხშირად ექვემდებარება დისკრიმინაციას. რაც შეეხება 17 მაისის აღნიშვნას, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლება", - განაცხადა ლომჯარიამ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com