ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა ისტორიაში


ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა ისტორიაში
                                      ფოტო: CNN

მეცნიერებმა პერუში ბნელ საიდუმლოს მიაგნეს. ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე 140-ზე მეტი ბავშვისა და 200-ზე მეტი ლამას ჩონჩხი იპოვეს. CNN-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, ისტორიაში ბავშვების ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვის მტკიცებულება იყოს. იქვე ნაპოვნია მამაკაცისა და ორი ქალის ძვლებიც.
მსხვერპლშეწირვა, დაახლოებით 550 წლის წინ მოხდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან, ჩან ჩანთან ახლოს.
ბავშვების ასაკი 5-დან 14 წლამდეა, მათთან ერთად მსხვერპლად შეწირეს ახალი დაბადებული ლამებიც. მკვლევარები ამბობენ, რომ ყველა მათგანს სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, მათ გული ამოუღეს.
National Geographic-ის ინფორმაციით, ბავშვები ზღვის ნაპირას დაკრძალეს, სახით დასავლეთისკენ, ლამები კი - სახით აღმოსავლეთით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებიც და ცხოველებიც ერთსა და იმავე დროს დახოცეს.

წყარო: ambebi.ge 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com