ამბები

სად წავიდა მუხა? - ხე, რომელიც ტრამპმა და მაკრონმა დარგეს, თეთრი სახლის ეზოდან გაუჩინარდა


სად წავიდა მუხა? - ხე, რომელიც ტრამპმა და მაკრონმა დარგეს, თეთრი სახლის ეზოდან გაუჩინარდა

ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს აჩუქა, თეთრი სახლის ეზოდან გაუჩინარდა.
Reuters-ის ფოტოგრაფმა, იური გრიპასმა ის ადგილი დააფიქსირა ფოტოზე, სადაც პრეზიდენტებმა მუხის ნერგი დარგეს. The Guardian-ის ცნობით, იქ სადაც ნერგი იყო, ახლა გაზონზე მხოლოდ ყვითელი ლაქაა.
ემანუელ მაკრონი ხუთი დღის წინ სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა. მაშინ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე თავისი საჩუქრის შინაარსზე დაწერა:
"100 წლის წინ ამერიკელი ჯარისკაცები იბრძოდნენ საფრანგეთში, ჩვენი თავისუფლების დასაცავად. ეს მუხის ხე თეთრ სახლში, ჩვენი კავშირების შემახსენებელი იქნება".

წყარო: on.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com