ამბები




მონაწილეობას მივიღებ მის გადარჩენაში


მონაწილეობას მივიღებ მის გადარჩენაში

   როცა სუფთა ჰაერსა და მწვანე საფარზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის კინჩხა-გორდის კოლხური ბზა წარმომიდგება, თვალწინ. კოლხური ბზის კორომებს, სოკოვანი დაავადება აქვთ მოდებული, რომლებიც დღითიდღე უფრო მწვავე სახეს იღებს და ამ უნიკალური ჯიშის გადაშენებას იწვევს.

    კოლხური ბზა დაახლოებით 8-9 მეტრ სიმაღლეზე იზრდება. ასევე, არსებობს პატარა ბუჩქების სახით. ჩვენთან ძირითადად ბუჩქების სახითა გავრცელებული. ეს ბზები დაახლოებით XVIII საუკუნეში არის დარგული - დადიანების მიერ, რომელთაც გორდი თავიანთ საზაფხულო რეზიდენციად აქციეს. ბზების მასიური შეწამვლა დაიწყება მაისის თვეში და დაახლოებით, 600 ჰექტარი შეიწამლება. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერაც შენარჩუნებულია საღი ბზის კორომები, დასავლეთ საქართველოში კი - კატასტროფული მდგომარეობაა. მავნებლებს ადამიანის ჩარევით გამოწვეული ქმედებებიც დაემატა. ისინი, ტოტებს აგლეჯენ და მის გაჩეხვას იწყებენ. დღესდღეობით, კოლხური ბზა წითელ წიგნშია შეტანილი და ცდილობენ გადაშენებისგან გადაარჩინონ.

   მე, როგორ მომავალი თაობის აქტიური წევრი, მონაწილეობას მივიღებ მის გადარჩენაში და ვეცდები, კოლხური ბზის ახალი ნერგები შევმატო მწვანე საფარს.

   მაგდა ჯიშკარიანიскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com