,,მშვიდობის მტრედები!“-თათიას ერთი დღე

28 აპრილი, 2018 1 305


,,მშვიდობის მტრედები!“-თათიას ერთი დღე

   ჯერ რიჟრაჟია. ნელ-ნელა ყველაფერი იღვიძებს. თვალებს ვიფშვნიტავ და გამოღვიძებას ვცდილობ. წამოვდექი და გარეთ ვიხედები, მაგრამ ვერაფერს ვარჩევ, გარეთ ნისლია...
კიდევ ერთ დღეს, ჩემს ულამაზესსოფელში ვატარებ და სკოლაში წასვლისთვის მზადებას ვიწყებ. დედა საუზმეს მიმზადებს, თან მეუბნება: თბილად ჩაიცვი არ გაცივდე. საშინელი ვირუსებია, შარფიც გაიკეთეო. ჩემთვის ჩუმად მეღიმებადა მზრუნველიდედის თხოვნებსვასრულებ. მამა გარე საქმეებითაა გატაცებული და დილით ვერც კი ვნახულობხოლმე. დედა სუფრასთან მსვამს და ჭამას მაძალებს. ვწუწუნებ, ვჯიუტობ მაგრამ დედის წინაშე უძლური ვარ და მაინც ვჭამ. ტრანსპორტის მოსვლის დროც მოდის...
გარეთ გავდივარ. ეს ისეთი დროა, როცა ხალხი საქონელსსაძოვრებისკენ მიერეკება,ესალმებიანდა კეთილი სახეებითუღიმიან ერთმანეთს. ისმის მამლების ყივილი, ძაღლების ყეფა, საქონლისხმა, ხალხის ხმამაღლა ლაპარაკიცკი. ავდივარ ტრანსპორტში და ვესალმებიყველას! საჭესთან მჯდომი მძღოლი კეთილად და თბილად მიღიმის. ჩემი ადგილისკენ ვიწევ, ვჯდები ჩანთას ვიხსნი, ყურსასმენებს ვიღებ და ვიკეთებ. გავდივართ ასფალტზე და ვიწყებთ მთის წვერზე ასვლას, ბევრი მიხვეულ-მოხვეულიგზაა და თანდათანზევით ავდივართ.


ნისლი უფრო და უფრო მუქდება და გზის დანახვაცუფრო ძნელი ხდება. ავდივართ სკოლაში და წითელი ავტობუსისკოლის წინ ჩერდება. ყველა ბავშვი სკოლისკენმიიჩქარის. მე ჩავდივარ ბოლო და აუჩქარებლად გავდივარ სკოლამდე მისასვლელგზას. მესამე სართულზე არის ჩემი კლასი. შევდივარ და ვესალმებიყველას , ვდებ ჩანთას. ბავშვებითანდათანმოდიან და ზარიც ირეკება. იწყება გაკვეთილები.. სამი გაკვეთილის შემდეგ დიდი დასვენებაგვაქვს. 20 წუთით ვისვენებთდა მაშინ ყველა სამხარს მიირთმევს. ცდილობენ გაერთონ, მეტი დასამახსოვრებელი წამი გაატარონ ერთად. მომდევნო კლასის ბავშვებთან ყველაზე ახლოს ვართ. ამიტომაც ჩვენი კლასელებიდა ისინიც, ერთად ვიკრიბებითხოლმე. ზოგჯერ დავდგები ფანჯარასთან და ბავშვებს დავყურებზემოდან, როგორ ერთობიან ჩემი და ჩემზე უფროსებიც, ან პატარა როგორ წაიქცევადა მისი ტოლი, როგორ უწვდის დახმარებისხელს. აქ ყველა ერთმანეთსიცნობს, პატივს სცემს და აფასებს. არავინ არჩევს უფროს-უმცროსს. აქ ბულინგი უცხოა, როგორც სიტყვა ისე ქმედება.
არავის აქვს სურვილი თანატოლი ან მასზე უმცროსი დაჩაგროს. ამ დაკვირვებაში ისევ ირეკება ზარი. ახალ ცოდნას ვიძენთ, ხანაც მასწავლებელს ვაბრაზებთ, თუმცა ზღვარს არ გადავდივართ. ზარი კვლავ ირეკება. მთავრდებაგაკვეთილები, ვალაგებ წიგნებს ჩანთაში და ტრანსპორტისტენ მივიჩქარი.
ისევ მუსიკა და ჩემი განცდები-ღრუბლებიმზეს ეფარებიანდა ეს კანასკნელი, ხანდახან გამოაჭყიტებს მის სხივებს. ჩემი სოფლის გზაზეც გადავუხვიეთ, მძღოლმა ავტობუსი ჩემს სახლთან შეაჩერა, კვლავ ღმილით გამომხედადა დამემშვოდობა. ბავშვები ფანჯრიდანმათ პაწია ხელებს ყოფენ და მემშვიდობებიან, ვიდრე არ მოეფარებიან თვალთა ხედვას. სახლში მივდივარდა შუა ეზოდან ვგრძნობ დედის მიერ მომზადებულგემრიელიკერძის სუნს. კარისაკენ მიმავალი ჩემი პატარა ლეკვის გახარებულთვალებს ვხედავ, ჩემსკენ მორბის მთელი ძალით და ხელში ამყავს, ისიც თავისებურადმეფერებადა მეც ვეფერები. შინ მამიკო მხვდება, რომელიც მკოცნის და მეკითხება: - თათი, რა ხდებოდა დღეს სკოლაში? - მე ვპასუხობ, რომ არაფერი ისეთი, როგორც ყოველთვის... უბრალოდ, აღწერა არ შემიძლიაიმ ყველაფრის, რაც უკვე გიამბეთ და განვიცადე, როგორც წესი, ბაბუა ცალკე გამომკითხავს ყველაფერს. სახლში მისულს მეზობლებიცმხვდებიან, სხვადახსვა ამბავს განიხილავენ. პირველ რიგში ვისვენებ. მეცადინეობის დროც მოდის და ძალიან დამღლელიმომენტიციწყება.

ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი იქნებოდა, რომ არა გიტარა და სიმღერა. მეცადინეიბის შემდეგ ან შესვენების დროს ძალიან მინდება დაკვრა და მაშინვე მოვიმარჯვებ გიტარას. სანამ საღამო მოვა, ერთ გორაზე ასვლა მინდება ხოლმე რომელიც არც თუ ისე შორსაა ჩემი სახლიდან. მშვენიერი ხედია, ირგვლივ მთები, წინ კი ჩემი მეზობლების ველები, სახნავ-სათესი მიწები და საცხოვრებლები. შორს ეკლესიაც სჩანს, დიდად არავის ხმა გაწუხებს, ყველას და ყველაფერ გადაჰყურებ, თუ როგორ მიერეკებიან საძოვრებიდან თავიანთ პირუტყვს, ან შეშას როგორ იმარაგებენ. თუ განტვირთვა მომინდა, რა თქმა უნდა, ეს, ყველაზე კარგი ადგილია ჩემთვის. სახლში ვბრუნდები. ამასობაში საღამოც დგება, ირგვლის სიბნელე ისადგურებს.
ოჯახისწევრებივახშმისთვისემზადებიან და ბაბუს წესების თანახმად, სუფრასთან ყველა ერთდროულად ვჯდებით. ვიდრე მაგიდარ არ მივუჯდები, ვახშმობას არ იწყებენ. როცა ყველა იძინებს, მხოლოდ მაშინ ვახერხებ იმის კეთებას, რაც ძალიან მიყვარს, ვწერ ჩანახატს ან თემას. სიწყნარე, სიმშვიდე, ფურცელიდაკალამისრულიბედნიერებაა, თუ გარეთწვიმაცაა, ეს ხმა თითქოსაზროვნებაშიმეხმარება. წერისდროს, თუ ძილი მომერია ვხვდები, რომ ძალიან გვიანია, საათს დავხედავ და მაშინვე დასაძინებლად ვწვები, რადგანდილითისევმელისახალიდღე, ახალიისტორიებიდაახალითავგადასავალი...!
მით უფრო, რომ ხვალიდან დროში უნდა ვიმოგზაურო,რათა ყველამგაიგოს: ამ ლამაზ, პატარა სოფელში როგორ ჩნდებიან და იზრდებიან მშვიდობის მტრედები!


                           

თათია კვაბზირიძე
გორდის საჯარო სკოლის მოსწავლე

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: