ამბები




ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება - ,,ქართულ ოცნებას" ახალი თავმჯდომარე ეყოლება


ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება - ,,ქართულ ოცნებას" ახალი თავმჯდომარე ეყოლება

 ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, მან თავად შეთავაზა ივანიშილის ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეობა, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო.

 ,,დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია ქართული ოცნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია რამდენად  დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის ბატონი ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ რომ მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ რომ მან თანხმობა განაცხადა“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 პრემიერის თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რასაც მოჰყვება ყრილობა, სადაც დელეგატები აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ. ასევე არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com