ამბები




,,ხელი არ გაექცეს ვინმეს და თუ მართლა იქ რაიმე დაფარულია, არ მოხდეს ისე, რომ გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანონ" - ინგა გრიგოლია


,,ხელი არ გაექცეს ვინმეს და თუ მართლა იქ რაიმე დაფარულია, არ მოხდეს ისე, რომ გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანონ" - ინგა გრიგოლია


ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სამართლდამცველების მიმართ, პირდაპირ ეთერში გააჟღერა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ თუ კი 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, არ იქნება ობიექტურად გამოძიებული და რაიმეს დაფარვას შეეცდებიან, ჟურნალიტები არ დათმობენ და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

გრიგოლიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ერთ-ერთი მოსწავლის, დავით სარალიძის მამას. 

,,არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ მარტო იქნებით ამ ბრძოლაში, თუ გამოძიების ბოლომდე მიყვანა საბრძოლველი გახდება. არ ვიცი ჟურნალისტი ამას რამდენად უნდა ეუბნებოდეს სამართალდამცველებს მაგრამ ხელი არ გაექცეს ვინმეს… 
პირდაპირი ეთერიდან მინდა ვუთხრა ყველას, ხელი არ გაექცეს ვინმეს და თუ მართლა იქ რაიმე დაფარულია, არ მოხდეს ისე, რომ გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანონ. იმიტომ რომ ეს ნამდვილად არის ის თემა, რომელსაც ჟურნალისტები ბოლომდე ჩაჰყვებიან.
ბატონო ზაზა, ჩვენც თქვენთან ერთად უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გამოძიება სრულ სიმართლეს დადებს.
გაძლებას გისურვებთ”, - განაცხადა გრიგოლიამ.

 скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com