ამბები




რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა 2012 წლის შემდეგ უმჯობესდება და ამას ვერც ტატუნაშვილის სიკვდილი შეუშლის ხელს" - მარია ზახაროვა


რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა 2012 წლის შემდეგ უმჯობესდება და ამას ვერც ტატუნაშვილის სიკვდილი შეუშლის ხელს" - მარია ზახაროვა

 ტელეკომპანია ,,დოჟდ" - ზე, საქართველო-რუსეთს შორის არსებული სიტუაციის გაშუქებამ, სადაც ოკუპანტი ქვეყნის მიერ, მოკლულ არჩილ ტატუნაშვილზეა საუბარი, რუსული მხარის გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, შესაბამისი განცხადება გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2012 წლიდან გაუმჯობესებისკენ მიდის და ამ ვითარებას, ვერც ტატუნაშვილის სიკვდილი გადაეღობება წინ.

 “როდესაც 2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობამ დაინტერესება გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანაზე, ჩვენ ამას დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნირმალიზების პროცესი, რამაც ამ წლების განმავლობაში პოზიტიური შედეგები მოიტანა.” ურთიერთობების გაუმჯობესება ბევრს საქართველოში და განსაკუთრებით საქართველოს საზღვრებს გარეთ არ მოსწონს. გასაკვირი არაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების მოწინააღმდეგეებმა, აიტაცეს ტატუნაშვილის საქმე, მაგრამ ამ საქმის ირგვლივ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს,” -განაცხადა ზახაროვამ. 

 скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com