გზა საპარლამენტოდან ,,ბუტკების" ქალაქამდე - რას აპროტესტებენ ქუთაისში?

20 აპრილი, 2018 817


 
გზა საპარლამენტოდან ,,ბუტკების" ქალაქამდე - რას აპროტესტებენ ქუთაისში?

 საპარლამენტო თუ სტუდენტური ქალაქი? - ეს იყო კითხვა, რომელიც ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ქუთაისთან მიმართებაში ყველაზე ხშირად ისმებოდა, თუმცა ამ ორ წოდებას, ქუთაისის მოქმედი მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთი ,,ბუტკების" ქალაქი ემეტება.

 ქუთაისის მერის განცხადებით ქალაქის მასშტაბით 16 ჯიხური განთავსდება, რომელსაც შ.პ.ს. ,,მადლი" განათავსებს. 

 ფაქტს მკაცრად აპროტესტებენ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" - ქალაქის საკრებულოს, ფრაქცია ,,ცანიონალური მოძრაობის"თავმჯდომარის, გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერია ქალაქს 90-იან წლებში აბრუნებს. 

 ,,ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. "ბუტკების" ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა. ერთის მხრივ მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახეზე და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორეს მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს, რომელშიც სურსათი გაიყიდება. ამ მოტივით აპირებენ გარევაჭრობის აყრას ჭავჭავაძის გამზირზე და სწორედ ამ დროს იგივე გამზირზე ჩაიდგმება ამ ჯიხურების დიდი ნაწილი", - განაცხადა შუშანიამ. 

  ,,ნაციონალურ მოძრაობაში" იმასაც აცხადებენ, რომ ჯიხურების მეშვეობით კვალს ,,პატრიოტთა ალიანსამდე", კონკრეტულად კი მის აღმასრულებელ მდივანთან, გოჩა თევდორაძესთან მივყავართ.

  ,,ჯიხურების ნებართვა გაიცა შ.პ.ს. ,,მადლზე", რომლის უკანაც ,,პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე დგას. ის ,,ქართულ ოცნებასთან"
 და სუსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომში, საკრებულოსნ თავმჯდომარის გადაყენებაში" - აცხადებს შუშანია. скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: