,,ქართული ოცნება" და ,,ევროპული საქართველო" პრეზიდენტის წინააღმდეგ?


,,ქართული ოცნება" და ,,ევროპული საქართველო" პრეზიდენტის წინააღმდეგ?

შეწყალების საქმე მმართველ გუნდსა და პრეზინედტს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. გიორგი აბაშიშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ნაწილის მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები, რომელიც შეწყალების კომისიის მუშაობას ეხება.
მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის განცადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი PR კამპანია მიმდინარეობს.  

მმართველი გუნდი პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს უყენებს. მათი თქმით შეწყალების კომისია არ ითვალისწინებს, თუ რა ტიპის დანაშაულის მქონე ადამიანს უშვებს საპატიმროდან, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

მმართველ გუნდს, პრეიზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ცალკეულ შეწყალებულებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბშიშვილის განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული PR - კამპანია პრეიდენტის წინააღმდეგ, რომელსაც ,,ქართული ოცნება" და ,,ევროპული საქართველო" ერთდროულად ახორციელებს.

,,სახელმწიფო უწყებები იმის მაგივრად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი PR-ის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ცხადია იმ ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც არის „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო.“ იმის მაგივრად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს გადაბრალება საქართველოს პრეზიდენტზე. არცერთი უწყებიდან, არც შსს-დან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც, ვითომ, გუშინ საუბრობდნენ. სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის, რამდენად უდა ვყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს, რომ როგორმე ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული. ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი PR-ის ასაგორებლად" - აცხადებს აბაშიშვილი. 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com