...
ამბები

25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე დაკავებულია

Avatar
T:555 000 289

25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე დაკავებულია
25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე დაკავებულია. სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინიტრომ ცოტა ხნის წინ დაასრულა. თუმცა, დაკავების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ. 
25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები, წინაწარი ინფორმაციით, მამინაცვალმა მიაყენა. ცხედარი თელავის რაიონის სოფელ სანიორეში, დედის სახლში, დღის მეორე ნახევარში მიასვენეს.
მამინაცვალმა თამარ გამრეკელაშვილი იმ დროს მოკლა, როდესაც ის, შვილებთან ერთად, ბარნოვის ქუჩაზე დის ნაქირავებ სახლში იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, სიტყვიერი დაპირისპირება გერსა და მამინაცვალს შორის სამზარეულოში დაიწყო, ჩხუბი გოგონას საზარელი მკვლელობით დასრულდა.
დამნაშავე ერთ-ერთი ვერსიით, მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და შემთხვევის ადგილიდან ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა.
მოკლულის ოჯახს წევრების ინფორმაციით, 46 წლის ვეფხია ბაქრაძე და მოკლული გოგონას დედა რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. ცოლის მიმართ ძალადობის გამო, საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ჯერ კიდევ 2015 სხეულის დაზიანების მუხლით დააკავეს, თუმცა, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ვეფხია ბაქრაძე წლების განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ისევ გაგრძელდა. გარდაცვლილის დედამ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნითაც მიმართა. სწორედ ორდერის გამოცემიდან 1 საათში ვეფხვია ბაქრაძემ, ახლობლების მტკიცებით, ყოფილი ცოლის შვილი მოკლა.
კურიერის ინფორმაციით, სავარუდო დამნაშავე გერის მკვლელობის შემდეგ სოლოლაკში, მის მიერ ნაქირავებ სახლში იმყოფებოდა, სადაც სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა.
საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძის სამძებრო ღონისძიება გუშინ სოფელ კუმისშიც მიმდინარეობდა. მეზობლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბარბაქაძე ტაქსაობდა.
25 წლის თამარ გამრეკელაშვილს სოფელ სანიორეში სამშაბათს დაკრძალავენ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com