ბარნოვზე, 22 წლის გოგოს შვილების თვალწინ ყელი ვეფხია ბაქრაძემ გამოჭრა

Avatar
T:555 000 289

ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძეა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ის გარდაცვლილის დედის, ნათელა გობაძის ყოფილი მეუღლეა, რომელიც მასთან შერიგებას ითხოვდა. 
მეზობლების ინფორმაციით, ყოფილ მეუღლეებს შორის ბოლო პერიოდში კონფლიქტი ხშრად იყო, რის გამოც ნათელა გობაძემ ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით მიმართა.
ვეფხია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი დღეს, მკვლელობამდე ორი საათით ადრე გამოიცა, რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა. სწორედ ამის შემდეგ ბაქრაძე მივიდა ბარნოვის #77–ში, სადაც ნათელა გობაძის ქალიშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.
ბაქრაძემ 1993 წელს დაბადებულ ქალს შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com