ქუთაისში სარეკლამო ბანერების მონიტორინგი გრძელდება

13 აპრილი, 2018 761


ქუთაისში სარეკლამო ბანერების მონიტორინგი გრძელდება

ქუთაისში სარეკლამო ბანერების მონიტორინგი გრძელდება. მონიტორინგი ბანერებზე რეკლამის ქართული ენაზე შესრულების ვალდებულებაზე წარმოებს . რეკლამის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით ბანერზე წარწერა სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შეესრულებული . სურვილის შემთხვევაში უცხოურ ენაზეც, თუმცა უცხო ენოვანი წარწერა ზომით ქართულ ენოვანს არ უნდა აღემატებოდეს. ადგილობრივი თვითმმართვეობის ზედამხედველეობის სამსახურის უფროსის თქმით ამ ეტაპზე 30 კანონდარღვევა გამოვლინდა. 17 შემთხვევაში საჯარიმო ოქმი შედგა , რომელთაგან სასამართლომ ჯარიმა 3 მათგანს 300-300 ლარის ოდენობთ დააკისრა ,ხოლო დანარჩენს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ქუთაისში სარეკლამო ბანერების მონიტორინგი 22 ინვრიდან მიმდინარეობს.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: