ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.


 ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ  შუალედურ არჩევნებს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.

 ათი ოპოზიციური პარტია პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. კერძოდ ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, თავისუფლება, ლეიბორისტული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
  განცხადებაში ახსნილია მოტივი, რის საფუძველზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.  

“პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, საარჩვენო გარემოს კუთხით კვლავაც მთავარ პრობლემად რჩება: საარჩევნო სისტემა; არათანაბარი მედია-გარემო; არათანაბარი ფინანური რესურსები; დაუზუსტებელი ამომრჩეველთა სია; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების უსამართლო წესები; ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება; ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება."

ისინი მოუწოდებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდნენ მათ. ისინი კვლავაც აპირებენ გააგრძელონ ბრძოლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის.: 

"ამავდროულად, ინტერპარტიულ ფორმატში განვაგრძობთ ბრძოლას საარჩევნო რეფორმისთვის. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემო,“ - განცხადებას ხელს ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები აწერენ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com