ამბები

ჩვენ ბევრად უკეთესად გვესმის ეროვნული ინტერესები, ვიდრე თქვენ - ირაკლი კობახიძე ადა მარშანიას







დამეწმუნეთ, ქალბატონო ადა და მთლიანად "პატრიოტთა ალიანსს" მივმართავ, რომ ჩვენ ბევრად უკეთესად გვესმის ეროვნული ინტერესები, ვიდრე თქვენ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ადა მარშანიას.

მარშანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით სარედაქციო შესწორების გაკეთებას ითხოვდა და ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ სამარცხვინო არგუმენტი გააჟღერა. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის არგუმენტის გამო, მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი შეიძლება, თუმცა, მარშანიამ არგუმენტი არ დაასახელა.

"ქალბატონ ადას ვერ დავუმტკიცეთ, რომ ქართულ ენაზეა გამართულად დაწერილი ტექსტი, სამწუხაროდ ეს ვერ გავაგებინეთ, არამარტო ქართულ ენაზეა დაწერილი, არამედ შინაარსსაც ასახავს სწორად. დამეწმუნეთ ქალბატონო ადა და მთლიანად "პატრიოტთა ალიანსს" მივმართავ, რომ ჩვენ ბევრად უკეთესად გვესმის ეროვნული ინტერესები, ვიდრე თქვენ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მარშანიას თქმით, ძველ ჩანაწერში წერია - "საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური". "პატრიოტთა ალიანსი" კი სთავაზობს რომ ჩანაწერი ასე შეიცვალოს - "საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა ქართული და აფხაზური".
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com