ამბები




პრობლემა რუსეთთან იქნება წლების განმავლობაში - ტერეზა მეი






ლონდონს სურს დაარწმუნოს ევროპული პარტნიორები, რათა გაიწვიონ რუსი დიპლომატები. იტყობინება Bloomberg-ი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის სურს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც ასევე დაადანაშაულონ მოსკოვი, ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. ამისათვის წყაროს ცნობით, ბრიტანეთი თავის მოკავშირეებს გაუზიარებს საიდუმლო დაზვერვის მონაცემებს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პარტნიორებს დაარწმუნებს, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკის გაძლიერების აუცილებლობაში.
ტერეზა მეიმ ევროკავშირის სამიტის მონაწილეებთან ვახშამზე განაცხადა, რომ „პრობლემა რუსეთთან იქნება წლების განმავლობაში“ ხოლო მოსკოვი წარმოადგენს საფრთხეს მთელი ევროპისთვის.

ბრიტანელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ "მსოფლიომ და მათ შორის ევროკავშირმაც უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ მომწამლავი ნივთიერების გამოყენების პირველი შემთხვევა ევროპაში არ დარჩება დაუსჯელი“ - იტყობინება სააგენტო.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com