ამბები




,,ქრისტეზე, მუჰამედზე, ბუდაზე და ა.შ. ხუმრობა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში" - ნიკა გვარამია


,,ქრისტეზე, მუჰამედზე, ბუდაზე და ა.შ. ხუმრობა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში" - ნიკა გვარამია


 სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2" - ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საკაუთარი ფესიბუქის გვერდზე განმარტავს, რომ რელიგიურ ჭრილში ხუმრობა, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში", თუმცა ამასთანავე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადება, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა კონკრეტული რელიგიური კითვნილების მქონე ადამიანებისთვის და ამის გამო არხმა, საზოგაოდებას ბოდიში მოუხადა.

გვარამიას თქმით, ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არხს არ აქვს უფლება, ბოდიში მოადევინოს ჟურნალისტს ან მისი სიტყვების უკან წაღება აიძულოს.

ჩვენ გვარამიას ფეისბუქ პოსტს, უცვლელად გთავაზობთ.

,,1. ქრისტეზე, მუჰამედზე, ბუდაზე და ა.შ. ხუმრობა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში;
2. მედია თვითონ განსაზღვრავს, მისი ედიტორიალისთვის ეს არის თუ არა მისაღები. რ2ის სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება, პირველ რიგში, სეკულარული სახელმწიფოს იდეას, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანების რელიგიური მრწამსის პატივისცემას.
3. მიუხედავად იმისა, რომ PS საავტორო გადაცემაა, მისი წამყვანი მაინც უნდა შემოიფარგლოს არხის სარედაქციო პოლიტიკით და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება რელიგიური შინაარსის განცხადებებს. აღნიშნული რელევანტურია არა მხოლოდ რელიგიური უმცირესობების მიმართ (რის გამოც რამდენჯერმე გამოყენებულ იქნა სანქცია არხის ეთიკის კომისიის მიერ), არამედ რელიგიურ უმრავლესობისაც, რაშიც არ ვგულისხმობთ ფსევდორელიგიურ ექსტრემისტულ ჯგუფებს.
4. ზემოთქმულის მიუხედავად, არხს შეუძლია მხოლოდ ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით მოახდინოს რეაგირება და არც ერთ ვითარებაში და, მით უფრო, როდესაც განცხადება ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვერ და არ აიძულებს მის თანამშრომელს უკან წაიღოს ის ან ბოდიში მოიხადოს მის გამო.
5. ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რ2ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არაა განხორციელებულ თავდასხმასთან. წუხელ ტელეკომპანიაში განხორციელდა უამრავი ზარი ჩვენი მაყურებლების მხრიდან, რის გამოც დღეს დილით შეიკრიბა არხის ეთიკის საბჭო და მიიღო გადაწყვეტილება. განცხადება ამ გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთდა ურგენტულ რეჟიმში მხოლოდ შექმნილი მდგომარეობის გამო. სხვა ვითარებაში, იგი დაიდებოდა ტელეკომპანიის ვებგვერდზე მას შემდეგ, რაც სარეზოლუციო ნაწილის დასაბუთება დასრულდებოდა," - წერს გვარამია.



скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com