ამბები

,,ადამიანთა რაღაც ნაწილმა არ იცის პანიკა და პრევენცია რას ნიშნავს!" - კობა ფარტენაძე


,,ადამიანთა რაღაც ნაწილმა არ იცის პანიკა და პრევენცია რას ნიშნავს!" - კობა ფარტენაძე

 საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ,,განცხადებას" აქვეყნებს, სადაც ქვეყნის მასშტაბით არსებულ, გასული ღამის მეტეოროლოგიურ მოვლენებზეა საუბარი.

 ფარტენაძის განცხადებით, არ შეიძლება მოსახლეობას დავუმალოთ მოსალოდნელი რეალობა, თუნდაც პროგნოზი არ გამართლდეს. მეტეოროლოგები, ერთგვარად ვალდებულები არიან, პრევენციის მიზნით მოახდინონ მოსახლეობის გაფრთხილება. 

 როგორც სინოპტიკოსმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის პროგნოზი, რაც მან მიაწოდა საზოგაოდებას გამართლდა. მაგალითად თბილისის საერთაშორისო აეროპოტის ტერიტორიაზე, ქარის სიჩქარემ 32,4 მ/წმ-ს მიაღწია.აღნიშნული სახის ინფორმაცია კი, ცნობილი იყო გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის და არ ყველასთვის. შესაბამისად საზაოგადოების რაღაც ნაწილისთვის ქარის ზემოთაღნიშნული სიჩქარე მოულოდნელობა აღმოჩნდა. 

 ,,მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით თბილისში, გუშინ მომხდარი ცალკეულ ადამიანთა ქმედებები ძალიან საკვირველია პირადად ჩემთვის. ერთი კატეგორია საერთოდ არ ელოდა ქარს, რომელიც იქნებოდა 33 მ/წმში (დაფიქსირდა 32.4 მ/წმ) და მეორე კატეგორია საერთოდ უცდიდა, როგორ დაინგრეოდა მის თვალწინ ყველაფერი. კიდევ უფრო საკვირველია ის, რომ ამ ადამიანთა შორის საკმაოდ პროფესიონალი ინდივიდებია.
ორივე კატეგორიას, მარტივად გიპასუხებთ - ის, რომ ძლიერი ქარი უნდა იყოს ეს არის პრევენცია! არა პანიკა!
რომც არ გამართლდეს იმ მხრივ, რომ ცოტათი შესაძლოა დაიკლოს ქარის სიჩქარემ ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ამ კორექტირების შესახებაც უნდა იცოდეს ყველამ.
ყოველთვის თქმა სჯობს, ართქმას!
თუ საერთოდ არ გამართლდება პროგნოზი, კი ბატონო აქ უგუნურობასთან გვაქვს საქმე.
ის, რომ ქარი რომელიმე ქუჩაზე ნაკლებად ქრის, ეს არ ნიშნავს, რომ უი რა დიადი ამინდია ყველგან - ამის დასანახად თვალები უნდა გქონდეს მეტყველი.
და კიდევ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა და ტლბილი ქვეყანაა, რეგიონებს შორის საკმაოდ განსხვავებულია ამინდის პირობები და როცა პროგნოზს კითხულობთ, ისიც წაიკითხეთ ქარი სად არის მოსალოდნელი, რომელ რეგიონში, რა დროს და რამდენი გამართლებადობით.
ცუდია, რომ ადამიანთა რაღაც ნაწილმა არ იცის პანიკა და პრევენცია რას ნიშნავს!
საქართველოს ჰყავს პროფესიონალი სინოპტიკოსები, უმეტესობა მაინც!
კეთილი სურვილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე" - წერს ფარტენაძე.

 скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com