სვან ერისკაცთა შეკრება-,,ლალხორი" და 21 აპრილს დანიშნული კიდევ უფრო დიდი შეკრება

10 მარტი, 2018 894


სვან ერისკაცთა შეკრება-,,ლალხორი"  და  21 აპრილს დანიშნული კიდევ უფრო დიდი შეკრება

  " მთელს ქართველ ერს, სრულიად საქართველოს ვულოცავთ იმ მნიშვნელოვან საეტაპო გამარჯვებას რომელიც აღსრულდა ზემო სვანეთში, მესტიაში, 2018 წლის 4 მარტს ქრისტესშობიდან. ჩატარდა სვან ერისკაცთა შეკრება-ლალხორი, სადაც მიღებულ იქნა ღირსეული და პრინციპული გადაწყვეტილებები სვანეთის და საერთოდ საქართველოს სასიკეთოდ.ლალხორმა მიიღო განაცხადი, რომლის ძალითაც საშვილთაშვილოდ აკრძალა სვანეთში ჰესების მშენებლობა, ოქროს წარმოება, სვანებს მიენიჭა სვანეთში მკვიდრი, აბორიგენი, ავტოქტონური მოსახლეობის სტატუსი და დაისახა გენერალური გეგმა სვანეთის ერთიან რეგიონად გამოცხადების შე3სახებ.ეს იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაბოლოო გამარჯვება და ამა წლის 21 აპრილს დანიშნულია კიდევ უფრო დიდი შეკრება. გაუმარჯოს სვანებს, საერთოდ ქართველებს და ყველას, ვინც იბრძვის სვანეთისა და საქართველოს ბრწყინვალებისა და დიდებისათვის! დიდება უფალს! დიდაბ ოთხად ხოშა ღერმათ!-განაცხადა მოამბის ეთერში აქციის ერთ -ერთმა ორგანიზატორმა. скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: