ამბები




თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები დამატებით შესწავლას საჭიროებს-"საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველო"


თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები დამატებით შესწავლას საჭიროებს-"საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველო"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს. ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებულმა საჩუქრებმა. მაღალჩინოსნების მიერ ფულადი საჩუქრების მიღება გარკვეულ კორუფციულ რისკებთანაა დაკავშირებული, რის გამოც საჯარო სამსახურის ბიურომ თითოეული ასეთი შემთხვევა უნდა შეისწავლოს.

არსებული შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. თავისთავად ეს გამონაკლისი გონივრული და გამართლებული შეიძლება იყოს, თუმცა ამავე დროს არსებობს საფრთხე, რომ (სათანადო ზედამხედველობის არასებობის შემთხვევაში) ეს გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის დამალვის ან „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ - ანუ არაჯეროვანი შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრისა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com