,,ქართული ოცნება“ ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს ეძებს?!

06 მარტი, 2018 755


  ,,ქართული ოცნება“  ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს ეძებს?!

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრიორიტეტად ქალბატონის კანდიდატურს განიხილავს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია თუ ვინ იქნება ეს უკანასკნელი.
პარლამენტის თავმჯოდმარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხდებით, ,,ქართულ ოცნებში“ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დწყებულა. ჩუგოშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს, საპრეზიდენტო კანდიდატად, ქალის დასახელების შესახებ გავრცელებულ ხმებს. მისი თქმით მისი მხრიდან ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება.
,,რეალურად წინასაარჩევნო კამპანია, მაქსიმუმ 5 თვეა რაც დაიწყო, შესაბამისად, ,,ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ სასურველ კანდიდატურაზე შეჯერდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობას კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არ დაუწყია“ - აცხადებს ჩუგოშვილი.
ჩუგოშვილი გამორიცხავს აღნიშნულ საკითხში ქვეყნის პირველი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობასაც, მისი თქმით საპრეზიდენტო კანდიდატურას პრემიერი და უმრავლესობა ერთად, დამოუკიდებლად წარადგენენ.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: