ამბები




ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობა მკაცრდება






ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით  რეგულაციები მკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირაკაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით, საკმაოდ არასახარბიელო სტატისტიკაა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი, ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა.რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით.
დღემდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, ამ საკითხში სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ. ჩვენ ამას ვახორციელებთ ასევე, საგანმანათლებლო კამპანიით და ეს, რა თქმა უნდა, ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com