დღეს გავხსენით მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომლის პროდუქციას იმპორტის ჩანაცვლების კარგ შესაძლებლობას მოგვცემს - ქუმსიშვილი

28 თებერვალი, 2018 770


„დღეს ჩვენ კიდევ ერთი საწარმო გავხსენით, რომელიც მონაწილეობდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. კომპანია „პოლიმერი 1“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის მილებს. საწარმოში 6,5 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ისარგებლა პროგრამის როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. ახალი საწარმოს ასაშენებლად ჩვენ 3,000 კვ,მ. ფართობი სახელმწიფო ქონება გადავეცით, სადაც ამჟამად თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „პოლიმერი 1“-ის ახალი საწარმოს ოფიციალურ გახსნაზე. მისი თქმით, აღნიშნული საწარმო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: