ამბები

სააპელაციო სასამართლომ დათა ახალაიასა და გია დგებუაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა




სააპელაციო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დათა ახალაიას და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსის გია დგებუაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დ.ა.-ს  და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ.დ.-ს თანამონაწილეობით, ასევე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლ.ქ.-ს და გ.მ.-ს მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი  სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები - 17 წლის შ.გ., 20 წლის რ.ს. და 22 წლის მ.ა.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დ.ა. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა" და ,,თ" ქვეპუნქტით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე საქმეზე გ.დ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის ,,ა" და ,,თ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დ.ა.-ს და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ.დ.-ს თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლ.ქ.-ს და გ.მ.-ს მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები - 17 წლის შ.გ., 20 წლის რ.ს. და 22 წლის მ.ა.

ვინაიდან დ.ა. და გ.დ. თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. 2016 წლის 22 მარტს, ძებნილი გ.დ. საქართველოში ექსტრადირებული იქნა ნიდერლანდების სამეფოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ.ა.-ს განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

შეგახსენებთ, რომ გ.დ.-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა" და ,,თ" ქვეპუნქტებითა (ჯგუფურად, 3 პირის განზრახ მკვლელობა) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე მუხლის ,,ა" და ,,თ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. საბოლოოდ გ.დ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

ბრალდების მხარე, გ.დ.-ს ქმედების გადაკვალიფიცირების ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრების საკითხს განაჩენის ჩაბარების შემდგომ გადაწყვეტს", - ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com