ამბები




სავაჭრო ობიექტებში ანტისახანძრო სისტემების მოწყობა შესაძლოა სავალდებულო გახდეს


სავაჭრო ობიექტებში ანტისახანძრო სისტემების მოწყობა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

სავაჭრო ობიექტებში ანტისახანძრო სისტემების მოწყობა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს და აღამასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტის სრული მხარდაჭრა აქვს.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოვაჭრეებს. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს დროულად. წინა ხანძრების ანალიზიდან იკვეთება, რომ რამდენიმე მიმართულებას უნდა მიექცეს ყურადღება. პირველ რიგში, ეს არის ასეთი ობიექტების დაზღვევის და ანტისახანძრო სისტემების საკითხი",- განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა რომ ახლა ყველაზე მთავარია გამოძიებამ დროულად გასცეს ყველა კითხვას პასუხი.
ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ. 

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში ხანძრის 10 951 შემთხვევა გამოვლინდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com