ამბები




ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება


ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება

2018 წლის 28 აპრილს ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

„28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები.“ აღნიშნა ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევო კომისიის პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

აღსანიშნავია, რომ  საპარლამენტო არჩევნებში ხონისა და ვანის დეპუტატობის კანდიდატატი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა იქნება.ამის შესახებ მან ევროპული საქართველოს რიგგარეშე ყრილობაზე განაცხადა, სადაც მან პარტიის პოლიტსაბჭოს მდივნის პოზიცია გიგა ბოკერიას გადაულოცა.საქართველოსპარლამენტისშუალედურიარჩევნებისთვის 884 560 ლარიდაიხარჯება

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com