ამბები




საგარეო საქმეთა სამინისტრო უვიზო მიმოსვლის შესახებ სანფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაციას გამართავს




ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში დღეს უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში ჩართული პირები, ექსპერტები, სასულიერო პირები, კულტურის მოღვაწეები, მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრებს საინფორმაციო კამპანიის ძირითად ასპექტებზე, უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ზრდის ტენდენციის პრევენციისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკაზე ინფორმაციას მიაწვდიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა მაჭავარიანი. 

უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღას სტუმრებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე გააცნობს. საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს უვიზო მიმოსვლის წესები, მოახდინოს მათი შემდგომი დარღვევისა და ასევე ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com