ამბები




ქუთაისის ,,ტორპედო" სუპერთასის მფლობელი გახდა


ქუთაისის ,,ტორპედო" სუპერთასის მფლობელი გახდა

ქუთაისის "ტორპედომ" 2018 წელს პირველი ტიტული მოიგო. სუპერთასისთვის დაძაბულ შეხვედრაში კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით საჩხერის "ჩიხურას" სძლია.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ჩიხურამ" ანგარიში 77-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძის ეფექტური გოლით გახსნა და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, თუმცა ქუთაისელებმა 86-ე წუთზე კუხიანიძის ძალისხმევით გაათანაბრეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი ბურთი ლევან კუტალიამ გაიტანა და საქართველოს ჩემპიონს კიდევ ერთი ტიტული მოუტანა.
ქუთაისის ტორპედო საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ამ გუნდმა საქართველოს სუპერთასის ტიტული პირველად მოიპოვა.

წყარო: imedi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com