ამბები




გერმანიაში, 2018 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა




გერმანიაში,  2018 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას,  გერმანული Die Welt  ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რიცხვი იზრდებოდა. კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 355, ნოემბერში - 444, დეკემბერში - 522, იანვარში კი - 745 შეადგინა.

გერმანიის შს მინისტრმა ტომაზ დე მეზიერმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევები კიდევ გაიზრდება გერმანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვას დაიწყებს. 
,,ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება, ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთეთ", - ამბობს მეზიერი.
საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com