ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა ოლიმპიადის საგზური მოიპოვა
ნანახია: 631
|
20-02-2018, 11:24
|
ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. ქართული ტყვიის სროლისთვის მორიგი ისტორიული მიღწევა უნგრულ დიორში მოხდა, სადაც დღეს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომლის პრელუდიაც ახალგაზრდული თამაშების ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი იყო. ამ შეჯიბრებაში ხუციბერიძე მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა რადგან სამეულში შესულთაგან რუს იანა ენინას უკვე ჰქონდა ლიცენზია, დარჩენილი ბოლო, მესამე საგზური ხუციბერიძეს ერგო. დიორში მასთან ერთად კიდევ ერთი ქუთაისელი ლიზი კილაძეც გამოდის, ვინც ასევე შევიდა ფინალში, თუმცა იქ მეორე წრეში გამოვარდა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.
მოქალაქე ჟურნალისტი