ამბები

სირიაში, კოალიციის ძალებმა, რომლებსაც აშშ მეთაურობს, ასობით დაქირავებული სამხედრო გაანადგურა

სირიაში, კოალიციის ძალებმა, რომლებსაც აშშ მეთაურობს,  ასობით დაქირავებული სამხედრო გაანადგურა

   გასული კვირის ბოლოს, გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვალს ღამით აშშ-ის კოალიციის “თავდაცვითი” დარტყმის შედეგად ნაცვლად სირიის სამთავრობო ძალებისა, განადგურებულ იქნა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიის «ЧВК Вагнер»-ის დანაყოფები, რომლის შემადგენლობაშიც რუსი სამხედროები არიან. ამის შესახებ რუსეთის პრესა იტყობინება.

  The Washington Post-ის ინფორმაციით, “სირიის დემოკრატიული ძალების” გენერალმა ხასანმა განაცხადა, რომ 7 თებერვალს მან მზვერავებისგან შეტყობინება მიიღო, რომ მზადდებოდა ასადის რეჟიმის მხრიდან თავდასხმა. მან დეირ-აზ-ზორში, კონტაქტზე მყოფ რუს პირს დაურეკა და შეეცადა სიტუაციის განმუხვას.
შეტევა დაახლოებით 22:00 სთ-ზე დაიწყო, ხასანის თქმით, მასში მონაწილეობა მიიღეს რუსმა დაქირავებულმა სამხედროებმა(ნაიომნიკებმა) “ЧВК Вагнер”-დან. ამერიკულმა ავიაციამ კი თვითმფრინავების AC-130 და უპოლოტოების მეშვეობით შეტევით უპასუხა.

   კოალიციის ძალებმა , რომლებსაც აშშ მეთაურობს, რამდენიმე საათის განმავლობაში ასობით დაქირავებული სამხედრო გაანადგურა, რომელთა ზუსტი რიცხვი სხვადასხვა წყაროების მიხედვით 200-დან 600-მდეა, მათ შორის 40-მდე რუსი ბოევიკი.
.
  აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად განადგურებულ დანაყოფებს რუს სამხედროებთან კავშირი არ აქვთ.скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com