...

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან

Avatar

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა როზარია პულისის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. 
გიორგი კვირიკაშვილმა როზარია პულისის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღინიშნა, პროცესში ახალი დინამიკის აუცილებლობა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საუბრისას ხაზი გაესვა ნატო-ს პროექტებს საქართველოში, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ხორციელდება და ამ ნაწილში, ქართული მხარის ეფექტურ მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება.
როზარია პულისის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო და რა პროგრესი აქვს ქვეყანას ნატო-სთან თანამშრომლობის პროცესში. საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა დაიგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com