ამბები

"ძალიან დათრგუნული, შეურაცხყოფილი და დამწუხრებული ვარ იმ კადრებით"-რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

"ძალიან დათრგუნული, შეურაცხყოფილი და დამწუხრებული ვარ იმ კადრებით"-რას წერს კონსტანტინე გამსახურდია


  "ძალიან დათრგუნული, შეურაცხყოფილი და დამწუხრებული ვარ იმ კადრებით, რომელიც გავრცელდა არასრულ ფორმატში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექცევიან როგორც უკანასკნელ ადამიანს. ან რას უნდა ელოდო ღორი-სოვდაგარისგან.
ეს ადამიანი ბოლოსდაბოლოს ჩვენი სახელმწიფოს სახე იყო 9 წლის მანძილზე. როგორც დევნილი პრეზიდენტის ოჯახის წევრი არანაირად მოვიწონებ მის დევნას, მით უფრო არასერიოზული ბრალდებებით. ეს არ დევს ჩემს პიროვნულ და გენეტიკურ კოდში.
და ეს მაშინაც, თუკი დავიტოვებ უფლებას არც უწინ და არც ახლა არ დავეთანხმო მის ცალკეულ გამონათქვამს, ასევე მის ცალკეულ ქმედებას.
არ მესმის, რატომ უნდა გაგიხარდეს ეს ყოველივე - იმის ფონზე, რომ ხდება ოლიგარქატის ხერხემალი ძალის პარალელურად სისტემური ოპოზიციის ჩამოყალიბება. თან როდესაც ოლიგარქატი ცდილობს არ გაიმეოროს თავად სააკაშვილის შეცდომა, ცდილობდა რა ოპოზიციურ ფლანგის გადაფარვას საკმაოდ მეჩხერი ქდმ-თი და ედპ-თი. ზუსტად ამ სქემამ, ძირითადი პოლიტიკური პარტიების დაუთოების შემდეგ შექმნა მეორე მასშტაბური ძალის სტიქიურ მოვლენასავით შემოვარდნის სიტუაცია.
ახლა კი მარაზმატიკ ოლიგარქს თავისი სამარადისო სიმშვიდისთვის და კეთილდღეობისთვის უკვე მესამე ძალის გამორიცხვა სურს. ამ მესამე, თვისობრივად ახალი ძალის ფორმირებაში სააკაშვილს პოზიტიური როლის თამაში შეეძლო."- წერს პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია.скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com