ამბები

112-ის გამოძახება მობილურიაპლიკაციით იქნება შესაძლებელი

Avatar
T:555 000 289

112-ის გამოძახება მობილურიაპლიკაციით იქნება შესაძლებელი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა სმარტფონებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც 112-ის გამოძახება ქოლ ცენტრის ოპერატორთან ჩატით არის შესაძლებელი. ამავდროულად, ახალი სისტემით შესაძლებელია განგაშის სიგნალის გაგზავნა, რასაც პოლიცია ავტომატურად დააფიქსირებს. სისტემა თქვენს ადგილმდებარეობას თავად განსაზღვარვს. აპლიკაცია უფასოა და ის ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე IOS-ის პლატფორმისთვის
"აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე", - წერია შსს-ს განცხადებაში.

Google Play-ის მონაცემებით, აპლიკაცია 5,000-მდე მომხმარებელმა უკვე გადმოწერა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com